ხალხი ლუკაშენკოს წინააღმდეგ - მინსკში აქცია ისეთივე ტყვიებით დაარბიეს, როგორიც 20 ივნისს, თბილისში გამოიყენეს

გამოქვეყნდა:

ალექსანდრე ლუკაშნკომ საკუთარ ხალხს ტყვიები დაუშინა. მინსკში აქცია სწორედ იმ ნახევრადლეტალური იარაღით დაარბიეს, რომლითაც 20 ივნისის აქცია თბილისში.

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამ დრომდე აკავებენ. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩვნების შედგებს  უკანონოდ მიიჩნევს და მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ქუჩაში გამოსვლები საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ლუკაშენკომ უკვე მეექვსედ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 

მოქალაქეები ხელისუფლებისგან  შედეგების გაუქმებასა და ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ოპოზოციურად განწყობილ მოსახლეობას არ სჯერა რომ ლუკაშენკომ 80%-მდე მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, სვეტლანა ტიახნოვსკაიამ კი მხოლოდ 7 % დააგროვა. 

ხელისუფლებამ  მდგომარეობის გასანეიტრალებლად და კონტროლის ხელში ასაღებად, ქუჩებში სამხედრო შენაერთები და პოლიციის რაზმები გამოიყვანა. გამოაცხადა საგანგებო მდგომაორებაც.

ალყაში მოაქციეს ყველა საჯარო დაწესებულება და ჩაკეტეს დედაქალაქში შესასვლელი ყველა მაგისტრალი.  
აქციის მონაწილეებთან შეტაკებების დროს 100 - ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 200- მდე კი დააკავეს.

ოპოზიციას  დესტაბილიზაციის მოწყობასა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს ალექსანდრე ლუკაშენკო. ბელორუსიის უცვლელი ლიდერი აცხადებს რომ მის ქვეყანაში მაიდანი არ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უმკაცრეს ზომებს გამოიყენებს.

მთავრობის ლიდერის გადაწყვეტილებას აპროტესტებს გაერთიანებული ოპოზიცია.  პოლიტიკოსებს უზენაეს სასამართლოში არჩევნების შედგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით სარჩელი შეაქვთ.

ბელორუსში ჩატარებულ არჩევნებს მწვავე შეფასება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. პოლონეთმა ევროკავშირს ბელორუსში მიმდინარე პროცესების შესახებ საგანგებო სამიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა. გერმანიის მთვრობამ კი ბელორუსიის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესება დააანონსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მიმდინარე პროცესები შეაფასეს ევროკავშირშიც. 

მიუხედავათ მოსახლეობის უკმაყოფილებისა და საერთაშორისო საზოგადოების უმკაცრესი შეფასებისა, ლუკაშენკოს დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება  მისმა მოკავშირეებმა მათ შორის ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა უკვე მიულოცეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი