ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი - ალასანია პოლონელ ექიმებზე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სანამ დასაბუთებულ მოსაზრებებს არ ნახავს, ყველაფერში ეჭვი ეპარება. 

მისი თქმით, ელოდება მტკიცებულებებით დასაბუთებულ განცხადებას.

"არა მგონია, რომ ესე პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ვნახოთ, გაირკვევა. უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ რაღაცა კომენტარებს. მე ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი კი არა, მე სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი,"- აცხადებს ალასანია. 

შეგახსენებთ, 12 ივლისს საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც "ვივა მედში" რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.

14 ივლისს კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს." კერძოდ, როგორც პენიტენციური ამბობს, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონელი დიპლომატი უწყებაში დაიბარა. როგორც მან აღნიშნა, ინფორმირებული არაა, თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი