მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ახალი, მძლავრი საერთაშორისო პლატფორმა იქმნება. უკრაინის პარლამენტი და სახალხო დამცველი, ქართველ პარტნიორებთან ერთად ქმნიან მოძრაობას, რომლის მიზანი რუსეთის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის გათვისუფლება და სიცოცხლის გადარჩენაა.
კიევში დღეს ორგანიზაციის პირველი ფორუმი გაიმართა, რომელზეც თავისუფლებისთვის ბრძოლის ბასტიონად ქცეული ქვეყნის მთვარი უფლებადამცველი და მთავარი საპარლამენტო ლიდერი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშულებდნენ კრემლის ინტერესების ლობირებაში.
ომბუდსმენი დმიტრო ლუბინესტი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების პატივისცემას და ევროკავშირისგან კი "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვდნენ.
პირველი ქართველი კი ვინც ღიად ჩაერთო სააკაშვილის გათავისუფლების საერთაშორისო მოძრაობაში პოლიტიკური ტყვეობიდან გათვისუფლებული ნიკა გვარამიაა. "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ფორუმის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტის საპარლამენტო გუნდის ლიდერთან ერთად მიმართა და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოძრაობის მასშტაბების გაზრდის საკუთრი ინიციატივაც გაახმაურა.