ისტორიული წინასწარმეტყველება, რომლის რეალობაში მსოფლიო მხოლოდ 15 წლის შემდეგ დარწმუნდა. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის მიერ თბილისში ნათქვამ სიტყვებს ევროპა ახლა იმეორებს. "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთი და მერე ალბათ პოლონეთის დროც მოვა", - თქვა ლეხ კაჩინსკიმ 2008 წლის აგვისტოს თბილისში სხვა პრეზიდენტებთან ერთად ყოფნისას, როდესაც რუსეთის აგრესიას აპროტესტებდა.
ბრიუსელში, ევროპარლამენტში დღეს სწორედ ის ლიდერები შეიკრიბნენ, ვინც 15 წლის წინ კრემლის შესაჩერებლად, საომარი მოქმედებების პირობებში, რუსული არმიის შესაჩერებლად თბილისში შეიკრიბნენ. მათ შორის არ იყო მხოლოდ ორი - ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკი და "ქართული ოცნების" მიერ ციხეში გამომწყვდეული მიხეილ სააკაშვილი.