"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოძრაობის დაფუძნებასა და ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, მესამე პრეზიდენტის საკითხზე მსჯელობას ეხმაურება.
მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არც რადას გადაწყვეტილებას და არც ევროპარლამენტარების გამოსვლებს "ფასი არ აქვს."
"იმის შემდგომ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მილიონები აქვს გადახდილი სააკაშვილის ოჯახს თაღლითურად მოატყუონ ამერიკაც, ევროპაც და ისე გაიყვანონ ციხიდან, აღარაფერს უკვე ფასი არ აქვს. არც რადას გადაწყვეტილებას, არც ევროპარლამენტარების გამოსვლებს. საზოგადოება მიხვდა იმას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯები, რომ საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყო სანქციები, უდრის იმას, რომ ნებისმიერი ევროპარლამენტარი თუ უკრაინელი როცა გამოვა, ის გამოდის საქართველოს წინააღმდეგ. ამის შემდგომ ეხლა წერონ, იკითხონ რამდენიც უნდათ," - აცხადებს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოძრაობის ორგანიზაცია უკრაინაში გუშინ, 18 ივლისს დაფუძნდა. გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტის საკითხზე ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.