ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 8 ივლისს Tbilisi Pride-ის ფესტივალის მონაწილეების უსაფრთხოება არ დაიცვა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა.

ისინი ასევე წერენ, რომ 8 ივლისის მოვლენები ფუნდამენტური უფლებების: შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა იყო.

"მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ-ფობიური თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ ალტ-ინფოს ჯგუფისა და მის მიღმა მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. 

როგორც ცნობილია, ალტ-ინფო ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულები იყვნენ, უზრუნველეყოთ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება", - ნათქვამია წერილში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი