ოკლენდში, ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე სროლა იყო - არიან დაღუპულები და დაჭრილები

გამოქვეყნდა:

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე ერთი საათით ადრე სროლა იყო. თავდამსხმელმა სულ მცირე 2 ადამიანი მოკლა, დაჭრილია 5. დაღუპულია შეიარაღებული თავდამსხმელიც. 

ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საფეხბურთო ტურნირი გეგმის მიხედვით წარიმართება, რაგდან გამოძიება ფიქრობს, რომ სროლა ინდივიდუალური ინციდენტი იყო. ქალაქში პოლიციელების მხრიდან კონტროლი გაძლიერდა.

"სროლისთვის არ არსებობდა გამოვლენილი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივაცია და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე", - თქვა პრემიერმა. 

ახალი ზელანდიის პოლიციის კომისარმა თქვა, რომ ერთ ოფიცერს ესროლეს, როდესაც ის ცდილობდა შეიარაღებული თავდამსხმელის დაჭერას, ხოლო ოთხ მოქალაქეს "ზომიერი და მძიმე დაზიანებები" აქვს. მისივე თქმით,  სავარაუდოდ, ინციდენტი დაკავშირებული იყო ეჭვმიტანილის სამუშაოსთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი