
უკრაინაში, ოდესას რეგიონში რუსების დაბომბვის შედეგად ჩინეთის საკონსულოც დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
გუბერნატორის განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს საპორტო ინფრასტრუქტურას და ასევე აზიანებს მის გარეშე არსებულ ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას.
"აგრესორი მიზანმიმართულად ბომბავს პორტის ინფრასტრუქტურას, იქვე მდგარი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობებიც დაზიანდა, ასევე დაზიანდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსულოც. როგორც ჩანს, მტერი არაფერს არ აქცევს ყურადღებას", - წერს გუბერნატორი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესა გამთენიისას დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. არის მსხვერპლიც.