სლოვაკეთი ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ 3 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთი, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ 3 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სლოვაკეთის ხელისუფლებამ გაძევების მიზეზად სლოვაკური ვიზის ბოროტად გამოყენება დაასახელა. სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციის თანახმად, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

ამის გარდა, მოხდა სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალურ საკონსულოში გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენება. რასთან დაკავშირებითაც, სერიოზული დანაშაული იქნა ჩადენილი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, -  თქვა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა.

ადგილობრივი მედია, ისევე როგორც საგამოძიებო ვებ-გვერდი bellingcat.com, იუწყებიან, რომ მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ადამიანი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოკლეს. გერმანიის პოლიციამ  რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი