23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა კრემლში გაიმართება.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს.
მანამდე პუტინთან შეხვედრის შესახებ განცხადება ლუკაშენკომ 6 ივლისს გააკეთა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა მაშინ თქვა, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება "ვაგნერთან" დაკავშირებული საკითხებიც.