"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!" | "საქართველოსთვის"

გამოქვეყნდა:

"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წერს. 

ამით პარტია ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" 20 ივლისს საერთო, "გამარჯვების პლატფორმა" წარადგინეს, "ლელო" კი ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, "გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და  "დროასთან" ითანამშრომლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი