უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ოდესაზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება.
პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებისა და მარცვლეულის დერეფნების დაცვისკენ მოუწოდებს.
"რუსეთის განახლებული ტერორისტული ტაქტიკა: განზრახ თავდასხმა სამხრეთის ქალაქების ისტორიულ ცენტრებზე, ოდესის დემონსტრაციული განადგურება, პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფართომასშტაბიანი მცდელობები.
ამ გზით რუსეთს სურს:
- საბოლოოდ "გაანადგუროს" მარცვლეულის შეთანხმება;
- უკრაინას დაუხუროს ნებისმიერი წვდომა შავ ზღვაზე. (განსაკუთრებით საკუთარი შავი ზღვის ფლოტის შიშის გამო);
- გლობალური საინფორმაციო დღის წესრიგის შეცვლა, რათა ნაკლებად იყოს საუბარი დასუსტებულ რუსეთის ფედერაციის შიდა პრობლემებზე და მეტი ისაუბრონ ომის შესაძლო ესკალაციაზე;
- კვლავ დააშინოს საზოგადოება აშკარა ტერორიზმით და ამით აიძულოს "რუსეთთან შესაძლო დათმობებზე";
- ყველა დაარწმუნოს უკრაინის სიძულვილში, განსაკუთრებით ოდესის მიმართ, უბრალოდ მეხსიერების, ისტორიის განადგურებით.
რა უნდა გაკეთდეს: გამოდით პოლიტიკური პროსტრაციიდან, დააჩქარეთ სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება, დაიცავით მარცვლეულის დერეფნები და პორტის ინფრასტრუქტურა, შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა", - წერს პოდოლიაკი.
შეგახსნებეთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.
ამას გარდა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ამავე თემაზე: