
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ გია ვოლსკის არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს.
დიდუბის ოლქში ვოლსკის "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დაუპირისპირდება, რომელსაც ოპოზიციაც უჭერს მხარს. კალაძე ამბობს რომ ვოლსკისთან შანსი არავის აქვს
„ვისაც სადაც უნდა, იქ გაერთიანდეს, ამაზე შეზღუდვები არ არსებობს. რაც შეეხება გიორგი ვოლსკის კანდიდატურას, ის არის უალტერნატივო. გიორგი ვოლსკის აქვს რეალური შანსი, პირველივე ტურში ძალიან დიდი ანგარიშით მოიგოს არჩევნები. რამდენიმე თვე დარჩა და ოქტომბერში საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები და რესურსი აქვს გია ვოლსკის. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“ - ამბობს კალაძე.
ზურა ჯაფარიძემ დიდუბეში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 10 აგვისტოს გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ამ განცხადებიდან ამდენიმე საათში მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.