დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესზე იმსჯელებენ დაიწყება თუ არა მტკიცებულებათა გამოკვლევა. ჩაერთვება თუ არა დისტანციურად სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი, უცნობია.

"როგორც ცნობილია, ამ საქმეზე შეიცვალა ერთ-ერთი მოსამართლე, რის გამოც სავარაუდოა, რომ ამ პროცესზე განხილული იქნება საკითხი, ხელახლა დაიწყება თუ არა მტკიცებულებათა გამოკვლევა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლემ, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რომელიც ახლა ჩაერთო საქმის განხილვაში, პირადად მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში, რათა შეძლოს კონტექსტის აღქმა. საქმე რჩება კვლავ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ", - თქვა შოთა თუთბერიძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი