მოლდოვამ რუსეთის საელჩოდან 45 პირი გააძევა, პერსონალი თითქმის 60 კაცით შემცირდა - მედია

გამოქვეყნდა:

მოლდოვის მთავრობამ განაცხადა, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. ინფორმაციას მედია Deschide.MD-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ თემაზე პრემიერმის სპიკერმა, დანიელ ვოდამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიპლომატიური თანამდებობების რაოდენობა 10-მდე შემცირდა, ტექნიკური პერსონალის რაოდენობა კი 15-მდე.

"ეს იყო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც კიშინიოვის ხელისუფლებამ შეატყობინა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით", - განაცხადა ვოდამ.

მოგვიანებით NewsMaker-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და 27 ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლის გაძევების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი