მინსკში პროტესტი გრძელდება - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები და დაკავებულები

გამოქვეყნდა:

ბელარუსში აქციებს პირველი მსხვერპლი უკვე მოჰყვა. მინსკში ომონის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას მამაკაცი დაიღუპა. ბელარუსის შსს-მ მალევე გაავრცელა ინფორმაცია რომ აქციის მონაწილე ასაფეთქებლის სამართალდამცველებისთვის სროლას ცდილობდა და ყუმბარა ხელში აუფეთქდა.

გამოსვლები და დაკავებები ამ დრომდე მაინც გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციის გაუქმებასთან ერთად, ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

მინსკის პარალელურად აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, სადაც პოლიციამ ჯამში 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაშავდა ათობით მომიტინგე. ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტებისა და აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ ქვეყნის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მათ რამდენიმე წლიანი, ზოგ შემთხვევაში კი უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა 26 წლის განმავლობაში უცვლელმა პრეზიდნტმა და აქციების ორგანიზება სხვა ქვეყნებს დააბრალა. ალექსანდრე ლუკაშენკოს განმარტებით ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიზანი ბელორუსში დესტაბილიზაციის მოწყობაა, ხოლო მიზნის მისაღწევად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ.

მოსახლეობას დაშლისა და კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა ოპოზციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც ქვეყანა მოულოდნელად დატოვა და ამ დროისთვის ლიეტუვაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეო მიმართვა ზეწოლითა და დაშინებით არის ჩაწერილი- ამ განცხადებას ლიეტუვას და ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერები ავრცელებენ და ლუკაშენკოს მთავრობას პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ. ლიეტუვას პრეზიდენტი მიიჩნევს რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია სამშობლო საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წვერების დასაცავად დატოვა.

ქვეყნიდან გაქცეული საპრეზიდენტო კანდიდატისა და პროკურატურის მიერ დაკავებული ოპოზიციური ლიდერების მხარდამჭერი აქციების გაგრძელებას ანონსებს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსახელობა. ისინი მიიჩნევენ რომ ბელორუსში ლუკაშენკოს დიქტატურის დასასრული ახლოვდება, რისთვისაც ბოლომდე იბრძოლებენ და ამასთნავე  სამართალდამცველებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებს მწვავე კრიტიკული შეფასებები მოჰყვა შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან და ოფიციალური მინსკი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს.

დასრულდება თუ არა ბელორუსში  ლუკაშენკოს მმართველობა უცნობია, თუმცა აქციის მონაწილე ახალგაზრდა თაობა რუსული დიქტატურის, ევროპული დემოკრატიით შესაცვლელად ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი