საქართველოს "ორბანიზაცია" | სტატია ბრიტანულ მედიაში და გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ წრეებში

გამოქვეყნდა:

"საქართველო ორბანიზაციის გზას ადგას" - ამ შეფასებით ბრიტანული მედია აქვეყნებს სტატიას საქართველოსა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების შესახებ. BBC-ის რუსული რედაქცია წერს იმ მსგავსებებზე, რომლებიც საქართველოსა და უნგრეთს შორის სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, და ამ ორი ქვეყნის პოლიტიკურ დამეგობრებაზე, რაც სულ უფრო დისკომფორტულია ბრიუსელისთვის და სასაგებლია მოსკოვისთვის.

ქართულ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ეს სტატია უკვე შეფასდა როგორც "ქართული ოცნების" პრორუსული რეჟიმის კიდევ ერთი მხილება. თბილისში მიიჩნევენ, რომ ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი ორბანის ხელისუფლებასთან ერთად - ერთობლივი ქმედებებით აშანტაჟებენ ევროკავშირს და ჩართული არიან პოლიტიკურ ვაჭრობაში, რომლისგანაც ყველაზე დიდ სარგებელს კრემლი იღებს.  
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი