ირლანდიის პრემიერი ამბობს, რომ პუტინის სიკვდილის შემთხვევაში რუსეთს არ მიუსამძიმრებენ

გამოქვეყნდა:

ირლანდიის პრემიერმინისტრი, ლეო ვარადკარის თქმით, არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიკვდილის შემთხვევაში ქვეყანას მიუსამძიმრონ.

Independent წერს, რომ პრემიერს ჰკითხეს ჰიპოთეტურ სიტუაციაზე და წარსულ გამოცდილებაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ირლანდია ნეიტრალიტეტს იცავდა, ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის გამო ირლანდიის მაშინდელმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის დესპანს სამძიმარი გამოუცხადა, რამაც ქვეყნის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა. ეს ფაქტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი მომენტი ირლანდიის ნეიტრალიტეტის ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია აგრძელებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გამოყენებას, მინისტრები ამბობენ, რომ ეს ეხება სამხედრო ნეიტრალურობას და არა პოლიტიკურად ნეიტრალურობას.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამოთქვამს თუ არა ირლანდია მსგავს სამძიმარს პუტინის გარდაცვალების შემთხვევაში, პრემიერმა უპასუხა: "მე ასე არ ვფიქრობ. ვერ წარმოვიდგენ, დაკრძალვაზე წარმოდგენილნი ვიყოთ".

გასულ კვირას ირლანდიის პრემიერი კიევში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი