დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. ბაიდენი Twitter-ზე მას “უშიშარ მებრძოლს” უწოდებს.
მაქვს პატივი განვაცხადო, რომ კამალა ჰარისს - უშიშარ მებრძოლს და ქვეყნის საუკეთესო სახელმწიფო მოხელეს ვასახელებ ჩემს თანამებრძოლად ამ არჩევნებში, - წერს ბაიდენი Twitter-ზე.
შეერთებული შტატების ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალია.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები წელს ნოემბერში ჩატარდება. მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი დემოკრატი ჯო ბაიდენია.