ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკური ნაბიჯები და კრემლთან დაახლოების მზარდი ტენდენცია შესაძლოა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ოფიციალური ვაშინგტონის გზავნილი შემაშფოთებელი და საგანგაშოა.
შეერთებული შტატები "ოცნების" ხელისუფლებას ღიად აფრთხილებს, რომ დახმარების პროგრამები დემოკრატიული რეფორმების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ეს განცხადება სენატში საგარეო კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც სენატორები ჯიმ ო'ბრაიანს უსმენდნენ, რომელიც ახლო მომავალში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს დაიკავებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. საქართველო კი მისი ერთ-ერთი საკურატორო ქვეყანა იქნება.