რუსი, რომელიც ამბობს, რომ სსრკ არსებობს და ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს, გარკვეული მიზნისკენ მიდიან - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი, ბათუმში გამართულ აქციას, რომლის დროსაც მოქალაქეები პორტში საკრუიზო გემით რუსების შემოსვლას აპროტესტებდნენ, პროვოკაციას უწოდებს.

ვოლსკის თქმით, შემოსული რუსები და მოქალაქეები, რომლებიც მათ შემოსვლას აპროტესტებდნენ "ერთ მიზანს ემსახურებოდნენ".

"ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, რომელიც რაღაც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის საბჭოთა კავშირი არსებობს, რუსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი და ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად. პროვოკაციულია ეს ყველაფერი", - თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბათუმში გუშინ შემოვიდა საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე". მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს". ერთ-ერთმა მგზავრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფახზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანინის დარღვევაა.

ამავე თემაზე:

"დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა" | კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი