რა გინდათ, რომ საქართველო ჩრდ. კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! - ქადაგიშვილი ბათუმში პროტესტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილს ბათუმში, კრუიზით ჩამოსული ოკუპანტების წინააღმდეგ გამართულ პროტესტზე საუბრისას ჩრდილოეთ კორეის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ საქართველოც ამ ქვეყნის მსგავსად ჩაკეტილი ვერ იქნება.

ქადაგიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გრძნობდა თუ არა თავს შეურაცხყოფილად, როგორც საქართველოს მოქალაქე, იმ განცხადებების შემდეგ, რასაც გუშინ ბათუმში ჩამოსული რუსები აკეთებდნენ.

"ჩვენ რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე, რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ?! როცა მიზანმიმართულად გვექნება მცდელობა, რომ ვიღაცაზე მივიტანოთ ასე ვთქვათ გარკვეული ის, და მერე იმისგან მივიღოთ უკან პასუხი, ეს იწვევს ესკალაციას, მეტი არაფერი", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ბათუმში გუშინ შემოვიდა საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე". მან ნავსადგური საღამოს აქციის ფონზე დატოვა. აქცია მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სოჭიდან შემოსული გემის მგზავრებმა მედიასთან კომენტარის დროს თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, რომ ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, რომ რუსებმა აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს". ერთ-ერთმა მგზავრმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ თავადაც ნამყოფია აფახზეთში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაა. იხილეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი