სერჟანტ შავაძის საქმის ბრალდებულებს "ოცნების" მაღალჩინოსნები მფარველობდნენ - კუპრაძემ გვარები დაასახელა

გამოქვეყნდა:

ოცნების ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეში თანამონაწილეა -ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელოში" გაკეთდა. 

ირაკლი კუპრაძემ  ქართული ოცნება დამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა  და იმ მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელა, რომლებიც  ოპოზიციის განმარტებით ბრალდებულ სამართალდამცავებს წლების განმავლობაში ხელს აფარებდნენ. დგინდება, რომ  ორი მთავარი ფიგურანტი, რომელზეც ლელოში საუბრობენ რესან კონცელიძე და ვასილ როინიშვილია, ისინი  დღესაც  სახელმწიფო ინსტიტუტებში უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. 

"საუბარია ვასილ როინიშვილზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორი და შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. ქართულმა ოცნებამ ვასილ როინიშვილი 2020 წელს პროტესტის, მათ შორის ჩვენი პროტესტის პარალელურად, დანიშნა და აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ....

მეორე პირი- რესან კონცელიძე, რომელიც ქართულმა ოცნებამ აქცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატად და ბათუმის მაჟორიტარად. ადამიანი, რომელიც იყო მთავარი პოლიციელი აჭარისა, გამომძიებელი შავაძის საქმისა, რომელსაც ხელს ადებს შავაძის ოჯახი, ადვოკატი" განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გუშინ ცნობილი გახდა, რომ  8 პირი დააკავეს, ორი კი ამ დრომდე იძებნება.

შავაძის საქმეზე  გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 3 წლიანი დაგვიანებით დაიწყო.

სტრასბურგმა სამი წლის წინ დაადგინა, რომ როინ შავაძის მიმართ დაირღვა  სიცოცხლის უფლება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი