UNESCO-ს მისია ოდესაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ოდესაში UNESCO-ს მისია ჩავიდა. მათ რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად კულტურულ და რელიგიურ ობიექტებზე მიყენებული ზიანი უნდა შეაფასონ. 

როგორც ოდესის მერი ამბობს, UNESCO-ს მისია რუსეთის თავდასხმის შედეგებს აღრიცხავს და ყველაფერს დაადასტურებს. 

შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მხოლოდ ერთ ღამეში ოდესაში 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა. თუმცა, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა რელიგიური და კულტურული ობიექტები დაბომბა. 

ცნობისთვის, 25 იანვარს იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. იუნესკოს კონვენციით, წევრები, რომელთა შორისაა რუსეთიც, ვალდებულნი არიან „არ მიიღონ მიზანმიმართული ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აზიანებენ მათ ან კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მემკვიდრეობას“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი