ლებრონ ჯეიმსმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა

გამოქვეყნდა:

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა, ლოს ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშემ ლებრონ ჯეიმსმა ამერიკის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს Twitter-ის საკუთარ გვერდზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

გილოცავ და შენ დაიმსახურე ეს! ძალიან მიხარია და მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას! გაფასებ ჯო ბაიდენ! - წერს ლებრონ ჯეიმსი.

კალათბურთის ვარსკვლავი დონალდ ტრამპისადმი უარყოფითი დამოკიდებულებითაა ცნობილი, ის ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა გუშინ, 11 აგვისტოს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კალიფორნიიდან, კამალა ჰარისი დაასახელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი