ვართიკ მირინიანის მკვლელობის და ახალქალაქში მომხდარი არეულობის საქმეზე ჯერ ერთი პირია დაკავებული

გამოქვეყნდა:

ახალაქალაქში ისევ პოლიციაა მობილიზებული - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები პოლიციის შენობასთან, ბრალდებულის სახლთან და ყველა გადამწვარ სახლებთან დგანან. 

ადგილობრივების თქმით, ეს ნაბიჯი ახალი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არის გადადგმული. 

მირანიანის მკვლელობაში ბრალდებულ არტურ გაბრიელიანს ახალციხის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულის ოჯახმა ახალქალაქი დატოვა და ამჟამად თბილისში იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს გაუჩნდა შიში, რომ მას შეიძლება რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, თუმცა, მისი თქმით, გაბრიელიანი ამაზე ღიად არ საუბრობს.

სოფელ კულიკამში ვართიკ მირანიანს გლოვობენ. 8 აგვისტოს დაპირისპირებისას მოკლული ახალგაზრდა ხვალ, 13 აგვისტოს უნდა დაკრძალონ. სოფელ კულიკამის მოსახლეობას არ სჯერათ, რომ არტურ გაბრიელიანმა განზრახ არ ესროლა მას. 

შეგახსენებთ რომ მასობრივი არეულობა და დაპირისპირება, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, ახალქალაქში 8 აგვისტოს ღამით მოხდა. 

ერთმანეთს ხელკეტებით, ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩავიდნენ და დაარბიეს სახლები, გადაწვეს სასტუმრო.

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დააკავებენ კონფლიქტში მონაწილე სხვა პირებს.

27 წლის ვართიკ მირანიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაშია. არტურ გაბრიელიანისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ახალციხის სასამართლომ მიიიღო. 

გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ბრალდებულის უფლებადამცველი, რომელიც სახაზინო ადვოკატია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ეს ბრალდებულის სურვილი იყო, რადგან გაბრიელიანი შიშობს, რომ გარეთ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი