
განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ, მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას, გლობალურად იყვნენ კონკურენტული - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ისაუბრა.
სხვანაირად, ჩვენ რაც უნდა ვაკეთოთ, ქვეყნის წინსვლა, განვითარება, შემდგომ იქნება პრობლმებული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ეს არის უაღერესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, - თქვა გახარიამ.
მისი თქმით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ მილიარდიან ინვესტიციას. მან აღნიშნა, რომ ეს იქნება კიბოს სამედიცინო და სამკურნალო ცენტრი.
პრემიერ დარწმუნებულია, რომ აქ ბევრი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუნდენტი ისწავლის. მისი თქმით, ქუთაისი ამით საუნივერსიტეტო ქალაქი გახდება.
პრემიერმა სწავლის დაწყების თარიღზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეისთვის არანაირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს არ არსებობს. თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ მესტიასა და ყაზბეგში შექმნილი სიტუაციის თაობაზე საუბრისას თქვა, რომ შეიძლება სასწვლო პროცესის დაწყებას საფრთხე შეექმნას.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შენდება და ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ქვეყნის არაფორმალური მმართველი კორონაპანდემიის პერიოდში რამდენიმეთვიანი გაქრობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.