არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრისთვის - გახარია

გამოქვეყნდა:

არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებაზე საუბრისთვის - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მან ასევე ისაუბრა სწავლის დაწყების თემაზე და აქაც ანალოგიურად განაცხადა, რომ "დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრისთვის ბავშვებმა სასკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს, დღეს ასეთი პირობა არ არსებობს". 

თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ მესტიასა და ყაზბეგში შექმნილი სიტუაციის თაობაზე საუბრისას თქვა, რომ შეიძლება სასწვლო პროცესის დაწყებას საფრთხე შეექმნას.    

მან ასევე ისაუბრა ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსისტეტზე, ადრონულ კოლაიდერზე და მის პერსპექტივებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი