ახალი სახიფათო შეთანხმება - ჩინეთი "ქართული ოცნების" სტრატეგიული პარტნიორი ხდება. მაშინ როდესაც საქართვლო ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული გაერთიანების გადაწყვეტილებას ელოდება, ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კრემლის რეჟიმის მოკავშირე ჩინეთთან თანამშრომლობას აღრმავებს.
სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც უკვე ხელმოწერილია, ყველა მიმართლებას მოიცავს და ქვეყნისთვის არაერთი საფრთხის შემცველია. ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების მორიგი დემონსტრირება კი სიგნალია ევროპელი პარტნიორებისთვის და პროცესის საბოტაჟის მორიგი მცდელობა "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან.