დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ მთავრობის რეაგირებით COVID-19-თან მიმართებით, გამოკითხულთა 41% პროცენტი ძალიან კმაყოფილია, 38% - ნაწილობრივ კმაყოფილია, 13 % - ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო 7% ძალიან უკმაყოფილო.

კითხვაზე, შეაფასეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტების ეფექტურობა საქართველოში კოვიდპანდემიის პერიოდში, გამოკითხულთა შეფასება ასე გადანაწილდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობას გამოკითხულთა 64% მაღალ ეფექტურ შეფასებას ანიჭებს, 30% მიიჩნევს, რომ ინსტიტუტი ნაწილობრივ ეფექტურია, 5% კი ნაწილობრივ არაეფექტურად აფასებს.

ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას გამოკითხულთა 55% ძალიან ეფექტურად აფასებს, 36 %-ისთვის ნაწილობრივ ეფექტურია, 6%  ნაწილობრივ არაეფექტურად, ხოლო 2% ძალიან არაეფექტურად აფასებს.

პრემიერმინისტრის აპარატის მაღალეფექტურ საქმიანობას გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, 35% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ეფექტურია, 13% - ნაწილობრივ არაეფექტურად, ხოლო 2% ძალიან არაეფექტურად აფასებს.

საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობას გამოკითხულთა 39% ძალიან ეფექტურად, 36% ნაწილობრივ ეფექტურად, 14% ნაწილობრივ არაეფექტურად, 4% კი ძალიან არაეფექტურად აფასებს.

საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გამოკითხულთა 34%-ისთვის ნაწილობრივ ეფექტურია, 27% ნაწილობრივ არაეფექტურად, 23% ძალიან ეფექტურად, 9% კი ძალიან არაეფექტურ შეფასებას აძლევს.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრისადმი მიმართული ღონისძიებებით, გამოკითხულთა 37% ნაწილობრივ კმაყოფილია, 24% ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 19% ძალიან კმაყოფილია, 18% კი ძალიან უკმაყოფილოა.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ მთავრობის მიერ ინიცირებული სოციალური პროგრამებით კოვიდ პანდემიის პერიოდში, გამოკითხულთა 37% ნაწილობრივ კმაყოფილია, 22% ნაწილობრივ უკმაყოფილოა, 21% ძალიან კმაყოფილია, 17% ძალიან უკმაყოფილო, ხოლო 3%-ს პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული იყავით კოვიდ-19 ისგან თავის დაცვის გზებისა და ზომების შესახებ პანდემიის პერიოდში, გამოკითხულთა 72% ფიქრობს, რომ სრულად ინფორმირებული იყო, 24% ნაწილობრივ ინფორმირებულია, 2% ნაწილობრივ  არაინფორმირებულია,  2% კი სრულად არანფორმირებული.

კითხვაზე რამდენად ამართლებთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილებას პანდემიის პერიოდში რელიგიური რიტუალების ჩატარებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 37% სრულად ამართლებს, 32% ნაწილობრივ ამართლებს,14% ნაწილობრივ არ ამართლებს, 8% სრულად არ ამართლებს, 9%-ს კი პასუხი არ აქვს.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი