საბერძნეთის სალეჩო საქართველოში შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან რჩება. ჩვენი იმედები, სურვილები და გამხნევება თან ახლავს სამაშველო ჯგუფებს დაუღალავი ძალისხმევის პროცესში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შოვში გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. 20-ზე მეტის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი და ორი ვერტმფრენი, პროცესში ასევე მონაწილეობენ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც.