შეძრწუნებულები ვართ შოვში დამანგრეველი მეწყერის ამბებით - ბულგარეთის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნდა:

ბულგარეთის საელჩო შოვში მეწყრის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

''შეძრწუნებული ვართ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყრის ამბებით. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ქართველ ხალხთანაა. დაშავებულების სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში ბოლო ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. 20-ზე მეტის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩრთულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი და ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი