ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას - ესტონეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას მკაცრად გმობს და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავი აღინიშნება დღეს. ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო ფორმირების მშენებლობას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი