ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ ურყევად და ერთგულად უჭერენ მხარს.
მისი შეფასებით, 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის სუსტმა პასუხმა კრემლს გააბედინა, რომ შემდგომშიც დარღვია საერთაშორისო ნორმები.
"უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, კრემლის არალეგალური ომის და მისი ჰიბრიდული დესტაბილიზაციის მანევრების ფონზე, მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლელი მეზობლების წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის სუსტმა პასუხმა გააბედვინა კრემლს შემდგომშიც დაერღვია საერთაშორისო კანონი, რათა ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნებს თავისუფლად აირჩიონ საკუთარი ბედი.
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომის მტკივნეული შედეგები და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი. რუსეთი აგრძელებს უკანონო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მის ოკუპაციას. აუცილებელია, კონცენტრაცია მოახდინოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე, რომელსაც ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს, ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვს დაეყრდნოთ მოკლევადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის არჩეული გზიდან გადაგდებას.ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ აძლიერებს საქართველო კავშირებს ევროკავშირთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, ჩვენი საერთო ღირებულებების დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე", - ამბობს კალიურანდი.