გაჩუმდი...შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა - ვაშაძის პასუხი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს უწოდებს. საპასუხო განცხადებაში ვაშაძე ღარიბაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს ისეთი ლაპარაკი, რომელიც ქვეყნისთვის დაღუპულ გმირებს შეურაცხყოფს. 

„მინდა გამოვეხმაურო ირაკლი ღარიბაშვილის ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა. ირაკლი, თუ არ გესმის სახელმწიფოებრიობა, თუ არ გესმის რა არის ღირსება, გაჩუმდი მაინც და ამ სისულელის ლაპარაკს შეეშვი.

შენი დღევანდელი განცხადება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დადეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და იმ სამხედროების, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც მზად არიან დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები. 

შენი ნარატივი ერთი-ერთში არის სწორედ ის, რასაც ამტკიცებს რუსეთი, რაშიც ცამდე გამართლდა საქართველო მთელ საერთაშორისო ასპარეზზე. 

შენი მშვიდობა არის რუსული მონური მშვიდობა, ჩვენი მშვიდობა არის ნატო-თი და ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა. შენი მშვიდობა არის მშვიდობა, რომელიც მონობაში დაამყარა რუსეთმა ჩეჩნეთში, ჩვენი მშვიდობა არის ღირსებაზე, ერთიანობაზე, ძლიერი საქართველოს იდეაზე დაფუძნებული, ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. 

ერთადერთი, რასაც თქვენ მიაღწიეთ ამ წლების მანძილზე - პუტინს და მედვედევს ჰააგის სასამართლოში აარიდეთ პასუხისმგებლობა, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ქართველი სამხედროები მიეცა პასუხისგებაში ჰააგის სასამართლოს, მაგრამ იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ცამდე გამართლდა ყველა ჩვენი სამხედრო და ქართული მხარე და რუსეთი არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

და ბოლოს, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად. აი, თქვენ კი, აუცილებლად, საქართველოს მტრებს, რუსული ნარატივის და ინტერესების გამტარებლებს აუცილებლად მოგიჩენთ ადგილს ქართველი ხალხი. ასე, რომ წინ, დიდი გამარჯვებისთვის!“ - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ღარიბაშვილის განცხადებები:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი