ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. უწყების თქმით, ჩვენ დღემდე ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში.
"2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 15 წელი გავიდა – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დღემდე ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს," - ვკითხულობთ განცხადებაში.