დაუწესებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საჯარიმო სანქციებს ბელარუსს არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების გამო - ამ საკითხზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პირველი შეფასება გუშინ, 13 აგვისტოს, პრაღაში გააკეთა. მისი თქმით, შტატები გმობს ბელორუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის თანმხლებ პროცესებს და ამბობს, რომ ასეთი სავალალო შედეგები მათთვის მოულოდნელი იყო.
ჩვენ იმედგმაცრუებულები ვართ, რადგან არჩევნები არ იყო უფრო თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვნახეთ ძალადობა და მისი შედეგები, ვნახეთ თუ როგორ ექცეოდნენ უშიშროების წარმომადგენლები დემონსტრანტებს. შედეგი უდავოდ საგანგაშოა. ახლა, ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში, - ამბობს მაიკ პომპეო „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადობის პასუხი და კონკრეტული ნაბიჯები ბელორუსთან ურთიერთობაში, ეს აშშ-სა და ევროკავშირისთვის ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია; განიხილება ბელარუსისთვის სპეციალური სანქციების დაწესებაც, რაც აშშ-ს მხრიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტასა თუ პროდუქტებით უზრუნველყოფაზე უარის თქმას გულისხმობს.
არჩევნები ახალი ჩატარებულია და უნდა ვნახოთ როგორ მოგვარდება აქ ვითარება უახლოეს მომავალში. უკვე გამოიკვეთა გარკვეული კრიტერიუმები - ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ბელორუსი ხალხისთვის არა მხოლოდ ცალმხრივად ამერიკამ, არამედ უფრო მრავალმხრივ ფორმატში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად. სანქციები ნავთობის მიწოდების თუ პროდუქტის მიწოდებაზე შეზღუდვის თაობაზე განხილვის პროცესშიამ, - ამბობს პომპეო.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მინსკში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ამომრჩეველი შედეგებით უკმაყოფილოა და ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრანტების დაკავებები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.