გლდანში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა.
ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფული წაიღო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.