დაღუპულია 2 ადამიანი - უკრაინის შს მინისტრმა ზაპოროჟიეში, მსხვერპლის რაოდენობა დააზუსტა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, ზაპოროჟიეზე თავდასხმისას დაღუპულია ორი ადამიანი და დაშავებულია შვიდი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ არასწორი აღმოჩნდა. მისი თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს რეანიმაციული ღონისძიებები და ის ცოცხალია. 

შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე ამ საღამოს დაბომბეს. სარაკეტო იერიში საცხოვრებელ კვარტალზე მიიტანეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი