თუ‭ გამოძიება‭ ‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ როგორ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო - რაზმაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პასუხობს

გამოქვეყნდა:

"თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬ ‭‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ ‬როგორ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო" -  ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განცხადებას. უწყებამ დღეს მას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საგამოძიებო ამბობს, რომ გოგა რაზმაძემ მათ განმეორებით 4 აგვისტოს მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა.

"პირველი‭ ‬ ‭ ‬-‭ ‬ ‭ ‬რომელ‭ ‬ ‭ ‬,,გამოძიებასთან‭ ‬ ‭ ‬თანამშრომლობაზე“‭ ‬ ‭ ‬მომიწოდებთ?!‭ ‬ ‭ ‬სადაა გამოძიება?   გამოძიებასთან   თანამშრომლობა   შეიძლება   მაშინ,   როცა‭ ‬  გამოძიებაა დაწყებული.‭ ‬თუ‭ ‬ ‭ ‬გამოძიება‭ ‬ ‭ ‬დაწყებული‭ ‬ ‭ ‬არაა,‭ ‬გამოძიებასთან‭ ‬ ‭ ‬როგორ‭ ‬ ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

მეორე‭ ‬ ‭ ‬-‭ ‬ ‭ ‬თქვენი‭ ‬ ‭ ‬პირველივე‭ ‬ ‭ ‬გამოძახებისთანავე‭ ‬ ‭ ‬გამოვცცხადდი‭ ‬ ‭ ‬ჩემი‭ ‬ ‭ ‬ნებით საგამოძიებო სამსახურში და თქვენს ე.წ გასაუბრების ოქმში, წერილობით დავაფიქსირე რომ მზად ვიყავი გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად. თანამშრომლობის‭ ‬ ‭ ‬სურვილი‭ ‬ ‭ ‬რომ‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬მქონოდა‭ ‬ ‭ ‬არც‭ ‬ ‭ ‬მოგმართავდით‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬არც მოვიდოდი.‭ ‭ ‬‬

‭მე‭ ‬ ‭ თქვენთან‭ ‬ ‭უარი‭ ‬ ‬განვაცხადე‭ ‬ ‭,,სამართლებრივ’’‭ ‬ ‭აბსურდში‬ მონაწილოების მიღებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული (მოვითხოვე გამოძიებს დაუყონებლივ დაწყება,  ‭ ‬რადგან‭ ‬  საკმარისზე მეტი‭ ‬ინფორმაცია‭ ‬  მოგაწოდეთ‭ ‬ ‭ჩემი წერილობითი განცხადებით).

მესამე‭ ‬ ‭ ‬- ‭ ‬მეორედ‭ ‬ ‭ ‬თქვენგან‭ ‬ ‭ ‬შემეხმიანა‭ ‬ ‭ ‬გამომძიებელი‭ ‬ მას‭ ‬ ‭ ‬შემდეგ‭ ‬ ‭ ‬რაც‭ ‬ ‭ ‬სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყებაზე გავასაჩივრე ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან (სხვათაშორის არც ერთისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია).‭ ‬ ‭ ‬

კერძოდ,‭ ‬ ‭ ‬2023‭ ‬ ‭ ‬წლის‭ ‬ ‭ ‬9‭ ‬ ‭ ‬აგვისტოს‭ ‬ ‭ ‬მომწერა‭ ‬ ‭ ‬სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ). 

თუ თქვენ რეალური სამართლებრივი პროცედურები გაინტერესებთ,‭ ‬2‭ ‬ადვოკატი‭ ‬მყავს‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬შეგეძლოთ  ‭ ‬რომელიმესთვის‭ ‬დაგერეკათ.

მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად, სტატუსს თან ვურთავ გამომძიებელთან მიმოწერას, რომელმაც ჩემი თხოვნის მიუხედავად, არც კი დაურეკა ადვოკატს (კიდევ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან თუ თქვენ ჩემთან?) 

მეოთხე - რა გასაუბრებაზე მესაუბრებით? ჩემთან გასაუბრებაც იმიტომ ხომ არ გინდათ, რომ ეს ე.წ. ,,გასაუბრების ოქმიც“ ისევ გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნოთ, რომლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამ ეტაპზე თავად დავით მინდიაშვილია.

თქვენ‭ ‬ ‭ ‬ამ‭ ‬ ‭ ‬განცხადებებით‭ ‬ ‭ ‬გინდათ‭ ‬ ‭ ‬საზოგადოების‭ ‬ ‭ ‬შეცდომაში‭ ‬ ‭ ‬შეყვანა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬თქვენი უკანონო გადაწყვეტილების გამართლება.  

ასევე, მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მივმართო (წერილობით მიმართული მაქვს).

სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის  ‭ ‬გამომძიებლის  ‭ ‬უარი‭ ‬  გამოძიების‭ ‬  დაწყების თაობაზე‭ ‬ ‭ ‬უხეშად‭ ‬ ‭ ‬არღვევს‭ ‬ ‭ ‬სისხლის‭ ‬ ‭ ‬სამართლის‭ ‬ ‭ ‬საპროცესო‭ ‬ ‭ ‬კოდექსის‭ ‬ ‭ ‬იმპერატიულ მოთხოვნებს.‭ ‬ ‭ ‬

გამოძიების‭ ‬ ‭ ‬დაწყება‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬არის‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬ორგანოს‭ ‬ დისკრეციული უფლებამოსილება. ჩემს‭ ‬ ‭ ‬განცხადებაში‭ ‬ ‭ ‬აღწერილი‭ ‬ფაქტობრივი‭ ‬ ‭ ‬გარემოებები,‭ ‬ ‭ ‬სრულ‭ ‬ ‭ ‬შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლთან", - წერს რაზმაძე.

რაზმაძემ მიმოწერაც გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, ​​რაზმაძემ რამდენიმე კვირის წინ  წინ ფეისბუქზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი