რუსი ხელოვანი და უკრაინაში პუტინის ომის მხარდამჭერი ვიტალი გოგუნსკი საქართველოში არ შემოუშვეს. მას უახლოესი რეისით მოსკოვში მოუწია გაბრუნება. რუსული მედიის ცნობით, გოგუნსკი „უკრაინაში სამხედრო ოპერაციას“ პირველი დღიდან ემხრობოდა და თავადაც არაერთხელ ჩავიდა კონფლიქტის ზონაში.
გოგუნსკი ამტკიცებს რომ საქართველოში მეგობარ გოგონასთან ერთად სურდა დასვენება და მიაჩნია, რომ ქართველ მესაზღვრეებს „ოპოზიციის რეაქციის შეეშინდათ“. პუტინისტმა ხელოვანმა თავის თანამოქალაქეებს მოუწოდა რუსეთში დაისვენონ.
''ჩემი ვიზიტის მიზანი რომანტიული იყო, თუმცა კატეგორიულად მომაბრუნეს. საზღვარზე ვინც გამომკითხა, მითხრა კარგი ადამიანი ხარო. მაგრამ იფიქრა, რომ საქართველოში ჩემი შეშვება არ შეიძლებოდა. მინდოდა დრო გამეტარებინა საყვარელ გოგოსთან და მეგობრებთან ერთად. აი, მე შევცდი. ჩემს ძველ მეგობარს უკრაინის პასპორტით, მას ალბათ შეუშვებენ. ასე რომ ძვირფასო რუსებო, დაისვენეთ თქვენს ქვეყანაში. ჩვენ ყველაზე კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სადაც ადამიანის მდგომარეობაში შედიან, რაც სხვა ქვეყანაში არ ხდება. მესაზღვრები ჩემს მიმართ ნორმალურად იყვნენ განწყობილი, მაგრამ ბრძანება ბრძანებაა.'' - თქვა გოგუნსკიმ
ვიტალი გოგუნსკი ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა, რაც საქართველოს „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაა.