საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა G7 ქვეყნების ვილნიუსის დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი "უსაფრთხოების გარანტიებისთვის".
ამ თემაზე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
"მადლობელი ვარ საბერძნეთისთვის, რომ შეუერთდა G7 დეკლარაციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიებს", - დაწერა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრს - "ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის ევროატლანტიკურ გზაზე".