ვერტმფრენებს სამძებრო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ საჭიროება ვერ დაინახა - გომელაურის აღიარება

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედიიდან მეთერთმეტე დღეს პასუხების მიღების ნაცვლად ახალი კითხვები ჩნდება. სტიქიის ზონაში ჩასული შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი გამოჩენა მედიასთან სახელისუფლებო პროპაგანდისტული ხაზის სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, თუმცა ის რაც დღეს გომელაურმა აღიარა საზოგადოებისთვის ბევრად უფრო რთული მოსასმენი და დასაჯერებელი აღმოჩნდა. 

საბედისწერო ღამეს სტიქიური უბედურების ზონაში ვერტმფრენებს სამძებრო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ამის საჭიროება, მინისტრის განმარტებით, ხელისუფლებამ უბრალოდ ვერ დაინახა. უცნობია უთხრა თუ არა იგივე შოვში ჩასულმა გომელაურმა იმ ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის წევრები უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაკარგეს და მათი პოვნა დღესაც შლამითა და ტალახით დაფარულ კურორტში ვერ ხერხდება.

შს მინისტრის განცხადებები:




 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი