რეისი ეკატერინბურგი -ანტალია, რომელსაც რუსული ავიაკომპანია RED WINGS ასრულებდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო და მომდევნო დღეს განხორციელდა - ამის შესახებ RED wings-ის პრესსამსახურმა განაცხადა.
ავიარეისის გადადების მიზეზად ავიაკომპანიის ფლოტიდან, ერთდროულად ორი Boeng 777-ის გაუმართაობა სახელდება.
ეკატერინბურგსა და ანტალიას შორის, ზემოთ აღნიშნული რეისი 13 აგვისტოს უნდა შესრულებულიყო.
კომპანიამ რეისის გაუქმების თავიდან ასაცილებლად IKAR-ისგან თვითმფრინავი ითხოვა. IKAR-ის ავიალაინერი მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტიდან ანტალიაში უკვე გაფრინდა და მგზავრები უკან იმავე თვითმფრინავით დაბრუნდებიან.
უკრაინაში, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო რუსული ავიახაზები ევროპული და ამერიკული მწარმოებლებისგან თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Red Wings უკრაინაში სანქცირებულია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობით, საქართველოშიც ახორციელებს ფრენებს.