ღარიბაშვილის ჩინური სამსახური - როგორ გახდა ის მთავრობაში დაბრუნებამდე თაღლითობაში მხილებული კომპანიის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწად-ნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ხელფასად 410 000 ლარი მიიღო. ამ დროს კომპანია CEFC უკვე გახვეული იყო საერთაშორისო სკანდალში - ნათქვამია "რადიო თავისუფლების" სტატიაში

ღარიბაშვილი CEFC-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად 2018 წელს  დაინიშნა. მომდევნო წლებში მის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე - ანუ დაახლოებით წელიწად-ნახევარში - ხელზე 410 702 ლარი მიიღო კომპანია „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფისგან“.

[ხელისუფლებაში ის 2019 წელს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ დაბრუნდა].

ამავე სტატიის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც მილიარდობით დოლარის გარიგებები დადო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში, სინამდვილეში „ფინანსური პირამიდა“ ჰქონდა აწყობილი;

მისი ერთ-ერთი დირექტორი 2017 წელს შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს აფრიკის 2 ქვეყნის მაღალჩინოსნების მოქრთამვისა და კორუფციის ბრალდებით;

კორპორაციის დამფუძნებელი კი 2018 წლიდან - მას შემდეგ, რაც ჩინეთში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს - გაუჩინარებულია.

CEFC-ის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში მისი აქტივები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, შევარდნაძის მთავრობის დროინდელ მინისტრთან, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გადაიბარა.

ვრცლად

შეგახსენებთ, პრემიერი ღარიბაშვილი ივლისის ბოლოს ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და ჩინეთი საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა, კრემლთან დაახლოებულ სი ძინპინს კი ჩინეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში,  "შთაგონების მომცემი ლიდერი" უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი