ისრაელი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე  შეთანხმდნენ - დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და შეიხ მოჰამედ ალ ნაიანის ერთობლივი განცხადებით ვიგებთ, რომ შედგა ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც „ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას“, რის შედეგადაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელების პროცესს შეაჩერებს.
 


შეგახსენებთ, რომ ისრაელს ამ დრომდე დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, თუმცა არსებობს არაფორმალური კონტაქტები, რაც ირანის რეგიონალური გავლენებითაა განპირობებული.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ დატვიტა: “ისტორიული დღე’’.

 


„გამარჯვება რეგიონისთვის და დიპლომატიაში“ - ასე გამოეხმაურა ერთობლივ განცხადებას არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი აშშ-ში: „ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, რაც ამცირებს დაძაბულობას და ქმნის ახალ ენერგიას პოზიტიური ცვლილებებისთვის“.


უახლოეს ხანში ისრაელისა და გაერთიანებული საამიროების დელეგაციები ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოსაწერად შეიკრიბებიან. მშვიდობის დოკუმენტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:  ინვესტიციები, ტურიზმი, პირდაპირი ფრენები, უსაფრთხოება, ტელეკომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ენერგო სექტორი, ჯანდაცვა, კულტურა, გარემოს დაცვა და საელჩოების გახსნა.

 


მხარეები ასევე შეურთდებიან აშშ-ის ინიცირებულ ხელშეკრულებას - „სტრატეგიული გეგმა ახლო აღმოსავლეთისათვის“.

ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შემდეგ (1948) ეს მესამე სამშვიდობო ხელშეკრულებაა ამ ქვეყანასა და არაბული სამყაროს ქვეყნებს შორის.
მანამდე ასეთი ჯერ ეგვიპტესთან (1979 წელს), ხოლო შემდეგ იორდანიასთან (1994) დაიდო.



 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი