მსოფლიოს კოვიდის ახალი შტამი უტევს. EG.5, რომელიც 50 ქვეყანაში დაფიქსირდა, უკვე საქართველოშია. 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 000 ინფიცირებული
გარდაიცვალა.
EG.5 ომიკრონის მსგავსი შტამია, ახასიათებს იგივე სიმპტომები - ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. საშიშია რისკ-ჯგუფებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.