
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობამ მოსკოვთან შეთანხმებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ მოსკოვთან ''შეთანხმების'' პირობების შესრულება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Ekho Kavkaza ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ენერგოკომპანიის ''ჩერნომორენერგო'' განცხადებით, მათ დაასრულეს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით დაკავებული სამშენებლო ბაზის საჭიროებას მოხმარდება.
დადებული ხელშეკრულება არეგულირებს ''რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამასთან, ინვესტორი თავისუფლდება ყველა გადასახადისგან 25 წლით, გარდა საშემოსავლო გადასახადისა და იმპორტის დღგ-ისა. აფხაზური მხარის ვალდებულება იქნება 1.5 მეგავატი სიმძლავრის ორი ქვესადგურის რეკონსტრუქცია - აგუძერასა და გულრიფშში, ასევე მისასვლელი გზის მშენებლობას.
შეგახსენებთ, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაუჭირეს მხარი. ხელშეკრულება 2023 წლის 16 ივნისს საქტ-პეტერბურგში გაფორმდა. აფხაზური მხრიდან მას ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა მოაწერა ხელი.