"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება" | ანნა ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი და პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანნა ფოტიგა წერს.

ევროპელი დეპუტატის განცხადებით, ეს მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა. 

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ბევრი გზა და მიზეზი არსებობს ამ სიტუაციის შეცვლისთვის, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მათ შორის ჰუმანიტარულ მიზეზებზე დაყრდნობით", - წერს ევროპარლამენტარი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი