ბულინგი პროკურორის მხრიდან - თეონა თამაზაშვილი დღეს ირაკლი შოთაძეს შეხვდება

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება. თეონა თამაზაშვილი ირაკლი შოთაძეს პროკურორ, მაია გოგორელიანის მხრიდან ზეწოლის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

თამაზაშვილი ამბობს,რომ შსს-ში ყოფნის დროს, გოგორელიანი მას აბულინგებდა და აიძულებდა ეთქვა, როგორ მოხვდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის ხელში ფურცელი წარწერით, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს.

გარდა ამისა, გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, რომ გამომძიებლები ოჯახს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის შესახებაც ეკითხება და აინტერესებთ, რატომ არის ის მათი ინტერესების დამცველი და რა ჰონორარს უხდიან ამაში.

ჩამაცივდნენ, ბულინგი მოახდინეს ჩემზე, რომ გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის წერილი და მე რომ ჩამეთვალა საჭიროდ, მე ხომ თავის დროს ვიზამდი. თვითონ მოიპოვა კაცმა, ჩათვალა საჭიროდ და გაასაჯაროვა - ამბობს თეონა თამაზაშვილი 

თეონა თამაზაშვილის განცხადების შემდეგ, პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება და  გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი